ჰემატოლოგია

CELL-DYN Sapphire

 

 

CELL-DYN Sapphire ABBOTT-ის ყველაზე თანამედროვე ჰემატოლოგიურ ანალიზატორს წარმოადგენს. ეს მოწყობილობა აერთიანებს ჰემატოლოგიური ანალიზატორისა და ციტოფლუორომეტრის თვისებებს მონოკლონარული ანტისხეულების საშუალებით CD რეცეპტორების ფართო სპექტრის განსასაზღვრავად.
დაპატენტებული MAPSS ™ (Multi Angle Polarized Scatter Separation - - მრავალკუთხიანი პოლარიზაციული კონის განცალკევება) და სამფერიანი ფლუორესცენტული ტექნოლოგია მიღებული შედეგების მაღალი სიზუსტის
და დაავადებების სწორი დიაგნოსტირების საშულებას იძლევა.  
ბირთვიანი ერითროციტების დათვლა ხდება პირველივე ნიმუშიზე ანალიზის ჩატარების შედეგად და არ არის აუცილებელი მისი განმეორებითი გამოკვლევა, რაც ზრდის მუშაობის ეფექტურობას.  
მოცემული ანალიზატორის მეშვეობით შესრულებული მონოკლინარული ანალიზი რუტინული ხდება ლაბორატორიულ საქმიანობაში.
მოწყობილობა ძალიან საიმედოა, იგი მინიმალურ მომსახურეობასა და სერვისულ უზრუნველყოფას საჭიროებს. 
ავტომატიზირებული კალიბრირება ერთი კალიბრატორის გამოყენებით მოცემულ პროცედურას მარტივსა და სწრაფს ხდის.
მოწყობილებასთან დაკავშირებული ყოველი მოქმედება რეგისტრირდება ჟურნალში, რაც საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს მოცემული პროცესი და გაიზარდოს ანალიზატორის მუშაობის ეფექტურობა.

სპეციფიკაცია:

ავტომატიზირებული ნიმუშების ჩამტვირთავი გათვლილია საათში 100 ნიმუშზე
სისხლის თეთრი უჯრედები+დიფერენციაცია+ბირთვიანი ერითროციტები:
106 ნიმუში/სთ
სისხლის თეთრი უჯრედები+დიფერენციაცია+ბირთვიანი ერითროციტები+რეტიკულოციტები: 69 ნიმუში/სთ
- 5 რეაგენტის გამოყენება (რეტიკულოციტების ჩათვლით)
- ავტომატიზირებული ყოველდღიური მომსახურეობა
- ტესტები მონოკლონარული ანტისხეულების გამოყენებით
- ფლუორესცენტული ციტომეტრია
- MAPSS ტეცნოლოგია
- მაღალი ხარისხის ცისფერი (საპფირის) ლაზერი

WBC  სისხლის თეთრი უჯრედები და დიფერენცირება:

უჯრედების მრავალგანზომილებიანი კლასიფიკაცია - MAPSS ™ ტექნოლოგიისა და 3X ფერადი ფლუორესცენციის გამოყენებით, ლეიკოციტების დათვლისა და მათი პოპულაციების მიხედვით დიფერენციაციის საშუალებას იძლევა. ანალიზის ჩასატარებლად ხდება 20 000 უჯრედის დათვლა, რის საფუძველზეც ხდება (scatterplot– სკატეროგრამის) დიაგრამების აგება:
- ლეიკოციტებისა მათი პოპულაციების იდენტიფიკაციისა და დათვლისთვის
- პათოლოგიური უჯრედების იდენტიფიკაციისთვის
- ინტერფერირებული ნივთიერებების (interfering substances) იდენტიფიკაცია:
NRBC s (ბირთვიანი ერტითროციტების) დათვლა
თრომბოციტების აგრეგატების ზუსტი იდენტიფიკაცია

ამის შედეგად გამოირიცხება ინტერფერირებული (ხელის შემშლელი) ნივთიერებების (ბირთვიანი ერტითროციტების, უჯრედების გროვებისა და ნაგლეჯების) გავლენა ლეიკოციტები პოპულაციების დათვლაზე, რაც ექიმებს სწორი დიაგნოსტირების საშუალებას აძლევს.
სპეციალური რეჟიმი ლიზის რეზისტენტული ერითროციტებისთვის, დამატებითი ლიზისის საშუალებით, მოცემული უჯრედების ლეიკოციტებად დათვლის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა, ამის შედეგად მცირდება იმ ნიმუშების რაოდენობა, რომლების მანუალური მეთოდიკით საჭიროებენ დამოწმებას.

ბირთვიანი ერტითროციტების (NRBC)  დათვლა:

დნმ-სთვის წითელი ფლუორესცენტული მონიშვნის გამოყენება ბირთვიანი ეითროციტების რაოდენობის დაუყოვნებლივ დათვლისა და ლეიკოციტებისთვის მიღებული შედეგების კორექციის საშუალებას იძლევა.

თრომბოციტების დათვლა:

თრომბოციტების რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა მნიშვნელოვან კლინკურ მაჩვენებლად ითვლება. ანალიზატორი CELL-DYN Sapphire  თრომბოციტების დათვლისთვის ერთდროულად იყენებს რამოდენიმე ტექნოლოგიას: 
- ორმაგი ოპტიკური ანალიზი, რომელიც თრომბოციტების მცირე ფრაგმენტებისა და მიკროციტებისგან განცალკევების საშუალებას იძლევა
- იმპედანსის მეთოდი
შეუსაბამო შედეგების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ ხდება ოპერატორისთვის მოხსენება
- CD61 თრომბოციტების სპეციფიური მარკერის სრულად ავტომატიზირებული განსაზღვრა. რაც მნიშვნელოვნად ეხმარება თრომბოციტების დათვლას ნიმუშში ინტერფერირებული ნივთიერებების მაღალი შემცველობის დროს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის გადასხმის დროს.

რეტიკულოციტები:

CELL-DYN Sapphire  ავტომატიზირბულად განსაზღვრავს რეტიკულოციტებს ფლუორესცენტული ციტომეტრიის გამოყენებით. მოცემული მეთოდი მომწიფებული ერითროციტების, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რეტიკულოციტებისგან განცალკევების საშუალებას იძლევა, ასევე შესაძლებელია მოუმწიფებელი რეტიკულოციტების ინდექსის განსაზღვრა (IRF) , რაც ძვლის ტვინის ძლიერ მგრძნობიარე მაჩვენებლად ითვლება.